სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის პირველი მარტის სხდომის დღის წესრიგი

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. მოქალაქე ზვიად რატიანის წარმომადგენლის მარიამ გოგოსაშვილის მიერ 2018 წლის 07თებერვალს N515/06 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სახელზე წარმოდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2017 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე სამეურვეო საბჭოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

3. კომპანია Eutelsat-ისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიგნალის სატელიტით გავრცელების მომსახურების შეძენაზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

4. მიმდინარე საკითხები.