სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 26 ივლისის სხდომის დღის წესრიგი

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სახელზე 2018 წლის 20 ივლისს N3010/03 გამოგზავნილ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის შესახებ, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება (საკითხი ეხება სატელევიზიო გადაცემების პროფესიული სასცენო განათებისა და ვიდეოეკრანებით მომსახურების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას, რომლის საწყისი სავარაუდო ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1)-ე მუხლის „ე” პუნქტის საფუძველზე აღნიშნული შესყიდვის განხორციელებაზე საჭიროა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობა);

2. მიმდინარე საკითხები.