სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ანგარიში 2023 წლის შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზის შედეგებზე
აუდიტორთა ანგარიში ორგანიზაციის შესყიდვების კანონმდებლობასთაბ ანალიზის შედეგებზე
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“
ხელმძღვანელობას
1. შემოკლებანი
1.1 კომპანია – „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“
1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი, ან კანონი – საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 20 აპრილს
მიღებული კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, კონსოლიდირებული ვერსია.
1.3 სახელმწიფო შესყიდვა – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის1 განმარტების მიხედვით კომპანიის მიერ
განხორციელებილი შესყიდვა.
1.4. ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, სახელმწიფო
შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge
1.5. საანგარიშო წელი ან საანგარიშო წლის პერიოდი – პერიოდი 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით, რომელიც წარმოადგენს აუდიტის მასშტაბს.