სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიში

15:36, 26.04.2024

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ (შემდეგში – ,,მაუწყებელი“) 2023 წლის განმავლობაში სამაუწყებლო საქმიანობას ახორციელებდა დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების, განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად.

მაუწყებელი ხელმძღვანელობს პროგრამული პრიორიტეტების პრინციპით, რაც გულისხმობს არა კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე ორიენტირებას, არამედ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით
განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების დასახვას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს, მაყურებლისათვის/მსმენელისათვის შინაარსობრივად საინტერესო გადაცემების დაგეგმვასა და მომზადებას მაღალპროფესიულ დონეზე.

მაუწყებელში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხითაც გატარდა რიგი ღონისძიებები. აღნიშნული მიმართულებით მაუწყებელში
დასაქმებული პირები მივლინებული იქნენ საზღვარგარეთ ტექნიკის გამოფენაზე ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარების მიზნით. მაუწყებელში ხორციელდება ტექნიკური ბაზის სისტემური განახლება.

Download Document
1TVPLAY