სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიში
საქართველოს პირველი არხი ახალ მისამართზე გადავიდა
პირველი არხის საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ინვენტარით აღჭურვილი შენობიდან, ოთხწლიანი სამუშაოების შემდეგ, საეთერო მაუწყებლობა დაიწყო. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება თანამშრომელთა მიგრაციის პროცესი ახალ ოფისში.