სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის მეორე კვარტლის ანგარიში
ძირითადი სტატისტიკური მონაცემები კვარტლის ჭრილში
პირველი არხის ეთერი – პროცენტული გადანაწილება ბადის პროგრამირებისას, მიმართულებების მიხედვით (2022 წლის მეორე კვარტალი):
საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამები – 31.3%
შემეცნება/განათლება/კულტურა – 30.4%
სერიალები – 11.4%
დოკუმენტური ფილმები – 10.8%
სპორტი – 6.4%
გასართობი პროგრამები – 5.6%
საბავშვო ახალგაზრდული – 4.1%
შინაარსობრივი მაჩვენებლები – მონიტორინგის შედეგები (ქრონომეტრაჟი)
წარმოგიდგენთ მაუწყებლის პლატფორმებზე გაშუქებული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგებს მასალის რაოდენობრივი კომპონენტების, მოწვეული/გაშუქებული სუბიექტების აღრიცხვით. გაშუქებული თემების რაოდენობის და დათმობილი დროის დათვლისას აღირიცხება არა მხოლოდ ცალკეული გადაცემა ან სიუჟეტი, არამედ ერთ გადაცემაში/სიუჟეტში ინტეგრირებული რამდენიმე თემის რაოდენობრივი მონაცემი.