სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ანგარიში 2020 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ

ბიუჯეტის შესრულების ზოგადი პარამეტრები

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2020 წლის I კვარტლის ბიუჯეტმა შეადგინა 28,834,011 ლარი.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2020 წლის I კვარტლის განმავლობაში ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავალმა შეადგინა 21,089,553 ლარი.
  • აქედან, 19,600,000ლარი შეადგინა სახელმწიფო ასიგნების ფარგლებში მიღებულმა თანხამ, კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 847,223 ლარი შეადგინა, ბანკის სესხით მიღებული დამატებით ფულადი სახსრები – 642,330 ლარი.
  • 2020 წლის I კვარტლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეულმა ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა 15,450,802 ლარი.