სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აცხადებს კონკურსს მის საკუთრებაში არსებული სასადილო ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით
იჯარით გასაცემი უძრავი ქონების მახასიათებლები:
უძრავი ქონების მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N 31.
ფართი: 300 კვ/მ ფართი (ს/კ 01.14.05.006.118) და გარე ტერასა – 300 კვ/მ ფართი.
სახეობა: არასაცხოვრებელი, საზოგადოებრივი კვების ობიექტი.
მიზნობრიობა: სასადილოს ორგანიზება.
საიჯარო ქირის ოდენობა: კონკურსში მონაწილე პირები განხორციელებული წინადადების ფარგლებში წარმოადგენენ საიჯარო ქირის ოდენობის შემოთავაზებას.
ობიექტის აღჭურვილობა: ობიექტზე არსებული ავეჯი, ინვენტარი და აღჭურვილობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას წარმოადგენს, განსაზღვრულია დანართი #1-ით, ხოლო ფართი საჭიროებს სამზარეულოს ინვენტარით – ქვაბები, ტაფები და ა.შ., და ჭურჭლით აღჭურვას.
საიჯარო ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან – 2 წელი.
საკონკურსო პირობები: საიჯარო ფართზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის კაფეტერიის ორგანიზება.