სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი №277
- ქ. თბილისში ფეხბურთში გასამართ ევროპის საკვალიფიკაციო მატჩის გასაშუქებლად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მოძრავი სატელევიზიო სადგურის ან ტექნიკური აღჭურვილობის დაქირავების მიზნით სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მიერ 2014 წლის 18 ივლისს #266 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლის – რეზერვი (რეფორმების, საკონსულტაციო და ტექნიკური გადაიარაღებისთვის), – თანხიდან 70,000 ევროს ექვივალენტტის ეროვნულ ვალუტაში გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;
- სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2014 წლის 29 ივლისის #268 გადაწყვეტილებით დამტკიცებული 2013 წლის პერიოდის განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, საგადასახადო და სამართლებრივი აუდიტის (გარე აუდიტის) ჩატარების გამო დამოუკიდებელი აუდიტორის დანიშვნასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადში ცვლილების შეტანა.
123