სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #391, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მხატვრული სერიალის (12 ეპიზოდი, ჟანრი-დეტექტივი) წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 14.09.2017წ. #385/01 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
მიეცეს თანხმობა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ მხატვრული სერიალის (12 ეპიზოდი, ჟანრი-დეტექტივი) წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით (სავარაუდო ღირებულებით – 531 848 (ხუთასოცდათერთმეტი ათას რვაასორმოცდარვა) ლარი) გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულ პირთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
დანართი: სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორის 14.09.2017წ. #385/01 სამსახურებრივი ბარათი.
123