სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #389, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ქ. ბათუმში უძრავი ქონების შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

17:25, 16.10.2017

ვინაიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლი” გეგმავს საქართველოს რეგიონებში რეგიონალური სტუდიების მოწყობას და ამ მიზნით, ამ ეტაპზე, ქ. ბათუმში უძრავი ქონების შეძენას,

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 28.07.2017წ. #3175/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, რეგიონალური სტუდიის მოწყობის მიზნით, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ქ. ბათუმში, ცენტრალურ უბნებში, შეიძინოს დაახლოებით 500 კვ.მ-მდე ფართის(+ – 10%) უძრავი ქონება მშენებლობის ნებართვით (1კვ.მ-ის ღირებულება სავარაუდოდ 200 აშშ დოლარი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)),რომელიც უნდა იყოს განთავსებული ქალაქის ცენტრის მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე, ოთხმხმრივი ხედით ქალაქზე, საიდანაც მოხდება ქალაქის იერსახის მახასიათებელი ადგილების იდენტიფიცირება და ტელეკამერებს ექნებათ წვდომა ქალაქის ყველა მნიშვნელოვამ წერტილთან.

დანართი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 28.07.2017წ. #3175/03 სამსახურებრივი ბარათი.

 

Download Document
1TVPLAY