სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #388, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მე-3 კორპუსის რეკონსტრუქციისა და კორპუსის მიმდებარედ ახალი ნიუსრუმის შენობის არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 13.07.2017წ. #2970/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
მიეცეს თანხმობა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მე-3 კორპუსის რეკონსტრუქციის და კორპუსის მიმდებარედ ახალი ნიუსრუმის შენობის არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოაცხადოს კონკურსი და კონკურსში გამარჯვებულ პირთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
დანართი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 13.07.2017წ. #2970/03 სამსახურებრივი ბარათი.