სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #384, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურებით 20 (ოცი) ერთეული მე-3 კლასის მაღალი განმავლობის ავტომანქანის შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 29.06.2017წ. #2691/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურებით 20 (ოცი) ერთეული მე-3 კლასის მაღალი განმავლობის ავტომანქანის შესყიდვის მიზნით (სავარაუდო ღირებულებით – 1 007 665 (ერთიმილიონ შვიდიათას ექვსასსამოცდახუთი) ლარი) გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულ პირთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
დანართი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 29.06.2017წ. #2691/03 სამსახურებრივი ბარათი.