სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #383, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ვიდეოკამერების შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 26.06.2017წ. #2634/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 40 (ორმოცი) კომპლექტი ვიდეოკამერების შესყიდვის მიზნით (სავარაუდო ღირებულებით – 1 500 000 (ერთიმილიონ ხუთასიათასი) ევრო) გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულ პირთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
დანართი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 26.06.2017წ. #2634/03 სამსახურებრივი ბარათი.
123