სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #379, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ UEFA -ს საერთაშორისო ტურნირების მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ტრანსლაციის ექსკლუზიური შესყიდვის მიზნით აუქციონში მონაწილეობაზე და აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულებ(-ებ) ის გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,
მიეცეს თანხმობა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, ფეხბურთში UEFA -ს საერთაშორისო ტურნირების მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ტრანსლაციის ექსკლუზიური შესყიდვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს UEFA -ს აუქციონში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესაბამისი წინადადებისდაფიქსირებით, რომლის ოდენობა აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს და აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება Union Des Associations Europeenes De Football-თან (UEFA).
123