სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 9 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის 2018-2021 წლების საფეხბურთო მატჩების, ფეხბურთის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისა და ამ ტურნირის შესარჩევი ეტაპის, მათ შორის, საქართველოს ნაკრების შესარჩევი თამაშების 2018-2022 წლების საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება/ლიცენზიის შესყიდვაზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი „ნიუსრუმის“ კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის მიზნით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ლიცენზიისა და კომპიუტერების შეძენა/შესყიდვის განხორციელებაზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ სატელევიზიო აპარატურის (განათება) უსასყიდლოდ საკუთრებაში (ჩუქებით) გადმოცემის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

4. მიმდინარე საკითხები.