სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

17:51, 28.06.2017

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ 2017 წლის 23 ივნისს სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N2615/03 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის (მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების გეგმის) შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ 2017 წლის 26 ივნისს სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N2634/03 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის (ვიდეოკამერების შესყიდვის, რომლის ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის 1% და საჭიროების სამეურვეო საბჭოს თანხმობას) შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ 2017 წლის 26 ივნისს სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N2638/03 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის (მაუწყებლის ავტოპარკში 14 ავტომობილის შეძენა, რომლის ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის 1% და საჭიროების სამეურვეო საბჭოს თანხმობას) შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

5. მიმდინარე საკითხები.

Download Document
1TVPLAY