სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №213 სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2011 წლის კორექტირებული ბიუჯეტის დამტკიცების, შპს „ქეი 1“-ს და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად მიღების შესახებ

18:10, 15.02.2017

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33(1) მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:

  1. დამტკიცდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2011 წლის კორექტირებული ბიუჯეტი თანდართული სახით.
  2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა თავისი სარეზერვო ფონდიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მესამე არხისთვის (შპს „ქეი 1“-სთვის) მიზნობრივად გამოყოფს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, შპს „ქეი 1“-ს და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2012 წლის 16 იანვრამდე და აღნიშნული თანხა გადაეცეს შპს „ქეი 1“-ს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით.
  3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი, საფუძვლად იქნას მიღებული შემდგომში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის”  2012 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად.
Download Document
1TVPLAY