ექსპერტი 4

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია 2018 წლის 13 ნოემბრიდან 24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების თვისებრივი შეფასება. ანგარიშში ასევე შეფასებულია მაუწყებლის ვებსაიტის ცალკეული ვებგვერდები. გამოყენებულია შედარების მეთოდი. კერძოდ, ყურადღება მიექცა იმას, რამდენად შეიცვალა მდგომარეობა წინა წლის საანგარიშო პერიოდში (2017 წლის 6 ნოემბრიდან 24 დეკემბერის ჩათვლით) გამოვლენილი დადებითი მხარეებისა და ხარვეზების ფონზე.