ანგარიში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის საგადასახადო აღრიცხვიანობის მიმოხილვის შესახებ - გარე აუდიტი

დამოუკიდებელი მიმოხილვითი ანგარიში

სსიპ-ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საგადასახადო აღრიცხვიანობის მიმოხილვა. მიმოხილვა შესრულდა საერთაშორისო სტანდარტის ISRS 4400 ნორმის მიხედვით.

მიმოხილვა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
➢ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადები: ▪ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები; ▪ ყოველთვიურ განაცემთა ინფორმაცია; ▪ არარეზიდენტთათვის გადასახდელი/დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი; ▪ ორმაგ დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები (მ.შ. ყოველწლიურად წარსადგენი ფორმა N1) .

➢ დამატებული ღირებულების გადასახადი: ▪ დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები; ▪ უკუდაბეგვრის დღგ.

➢ მოგების გადასახადი (წლიური დეკლარაცია);

➢ ქონების გადასახადი (წლიური დეკლარაცია); ➢ ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულების აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები; ➢ საბუღალტრო აღრიცხვის შესაბამისობის საკითხები.

მიმოხილვის ჩატარების პროცედურები შეთანხმებულია სსიპ-ს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და შპს-ს „ფი-ქეი-ეფ ჯორჯია“ შორის.