სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #412; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის და 35მუხლის 1-ლი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში თანდართული სახით

დანართი:
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს” მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება N01-01/07(ოქმი N4); სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს” 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში