სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2012-2013 წლის პროგრამული პრიორიტეტები
ზოგადი დებულებები
საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით შექმნილი სამაუწყებლო ინსტიტუციაა, რომლის ვალდებულებაა გადასცეს სამოქალაქო აქტივობის, სოციალური სოლიდარობის და სხვა სამოქალაქო ღირებულებების, კულტურისა და განათლების ხელშემწყობი, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, მრავალფეროვანი პროგრამები საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.