სოციალური ღია სტუდია - ზამთრის პერიოდში შესაძლოა, ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდეს I 08.11.2023
„ზამთრის საბურავებით ავტომანქანების აღჭურვა სავალდებულო გახდება კანონის მიღების შემდეგ. შესაბამისი კანონპროექტი ჯერ განხილვის პროცესშია“, – განაცხადეს გადაცემის სტუმრებმა.
ეს გარკვეულ დამატებით ხარჯებს მოითხოვს ავტომფლობელთათვის, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ავტომანქანით სარგებლობა ვისაც სურს, მას სატრანსპორტო საშუალება მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რომ თვითონაც უსაფრთხოდ გადაადგილდეს გზებზე და არც სხვა დააზარალოს.
სტუმრები: ეკა ლალიაშვილი – ა/ო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვბის“- ხელმძღვანელი, გიორგი შიოლაშვილი – ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისათვის“ – აღმასრულებელი დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: