სოციალური ღია სტუდია - საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება I 28.06.2023
სოციალური ღია სტუდია - საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება I 28.06.2023

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება და ამავე გადაწყვეტილებით საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. გადაწყვეტილება ძალაში შევა ახალი წლიდან“, – განაცხადა ექსპერტმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ.

მისივე ინფორმაციით დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმა გრძელდება. მალე გმირთა მოედანზე და კიდევ თბილისის რამდენიმე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება.

სტუმარი: შალვა ოგბაიძე – ექსპერტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: