სოციალური ღია სტუდია - სასწრაფო დახმარების პერსონალის აქცია I 25.01.2023
სოციალური ღია სტუდია - სასწრაფო დახმარების პერსონალის აქცია I 25.01.2023

სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით სასწრაფო დახმარების მუშაკთა ერთი ნაწილის საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ისინი მოითხოვენ, კოვიდის პანდემიის დროს დაწესებული დანამატის შენარჩუნებას.

გადაცემის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იყო დაპირება ამ დანამატის სახელფასო ანაზღაურებაში გადატანის შესახებ, მაგრამ ეს დაპირება არ სრულდება.

გადაცემაში აღინიშნა იმის შესახებაც, რომ სასწრაფოს თანამშრომელთა აქციები მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ხარიხს არ გააუარესებს.

სტუმარი: ირაკლი ამირანაშვილი – საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი ბოსტოღანაშვილი – აქციის მონაწილე, სასწრაფოს ექიმი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: