სოციალური ღია სტუდია - ახალი წლიდან ექიმების და ექთნების ანაზღაურების სისტემა იცვლება I 21.12.2022
სოციალური ღია სტუდია - ახალი წლიდან ექიმების და ექთნების ანაზღაურების სისტემა იცვლება I 21.12.2022

ახალი წლიდან 9000 ექიმს და 8000 ექთანს სახელფასო ანაზღაურება გაეზრდება.

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკატერინე ადამიას განცხადებით, ამ ეტაპზე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება, ექიმებს ყოველ ნამუშევარ საათში გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი, ხოლო ექთნებს – 4,4 ლარი. გადაუდებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები.

სტუმარი: ეკატერინე ადამია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: