სოციალური ღია სტუდია - წამლის ფასების რეგულაცია
სოციალური ღია სტუდია - წამლის ფასების რეგულაცია

რეცეპტებში აღარ უნდა ჩაიწეროს ამა თუ იმ კონკრეტული ძვირადღირებული მედიკამენტის სახელწოდება და პაციენტს საშუალება მიეცემა თვითონ შეარჩიოს მსგავსი შემადგენლობის მქონე მედიკამენტიდან მისთვის საჭირო და ხელმისაწვდომი.

ასე გამოიყურება 11-იდან ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცეფტული ბაზრის კვლევის შემდეგ შეიმუვა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან კალანდაძის განცხადებით, ბაზრის კვლევა 2018 წლიდან მიმდინარეობს. მისივე თქმით, მონიტორინგის საფუზძველზე შემუშავებული რეკომენდაციების მიზანია, მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.

როგორც კალანდაძემ განაცხადა, ფარმაცეფტული ბაზრის რეფორმის შემუშავებაში ჩართულია ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები, ბიზნესის წარმომადგენლები და მაღალკვალიფიციურ ექსპერტები.

სატელეფონო ჩართვა: ლევან კალანდაძე – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი