ღია სტუდია - რა მოიტანა 5 ივლისის ძალადობამ
ღია სტუდია - რა მოიტანა 5 ივლისის ძალადობამ

ილიაუნის პროფესორის, ფილოსოფოსის გიგი თევზაძის განცხადებით, 5 ივლისის ძალადობის მთავარი სუბიექტი იყო სახელმწიფო, ხელისუფლება, რომელმაც წაქეზებული ძალმომრეობით ერთი პოლიტიკური პრობლემა გადაჭრა: დაასრულა პოლიტიკური ოპონენტების აქცია პარლამენტის წინ. მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობა მიმართული იყო არა ლგბტ თემის წინააღმდეგ, არამედ, ზოგადად ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ.
ფილოსოფიის დოქტორის ზაზა ფირალიშვილის აზრით, კი 5 ივლისს ეკლესიამ ძალიან სახიფათო ზღვარს გადააბიჯა. ეკლესიაში საერთოდ არ ისმის თეოლოგიური აზრი, ის ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზეა გადართული.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: