ღია სტუდია - ანდრო გოცირიძე - უკრაინის გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს პრობლემების მოგვარებას I 26.01.2023
ღია სტუდია - ანდრო გოცირიძე - უკრაინის გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს პრობლემების მოგვარებას I 26.01.2023

დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესახებ. აბრამსი, ლეოპარდი, ჩელენჯერი – დასავლური ტანკები უკრაინაში სავარაუდოდ მარტისთვის ჩავა. ამ დროისთვის მომზადებული იქნებიან უკრაინელი სამხედროებიც, რომლებსაც ომში ჩაბმა უკვე დასავლური ტექნიკით შეეძლებათ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე თვლის, რომ დასავლეთი დაინტერესებულია უკრაინის გამარჯვებით, თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება.

„ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ უკრაინის გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს პრობლემების მოგვარებას, მაგრამ რუსეთის გამარჯვება ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მორიგი ობიექტი აუცილებლად გახდება“, – ამბობს ანდრო გოცირიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: