ღია სტუდია - ბუქარესტიდან ბუქარესტამდე - რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოს წევრობის კუთხით I 01.12.2022
ღია სტუდია - ბუქარესტიდან ბუქარესტამდე - რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოს წევრობის კუთხით I 01.12.2022

2008 წლის აპრილში ნატოს სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ გახდებიან ნატოს წევრები. 2022 წლის ნოემბერში ნატოს მინისტერიალის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო ერთგულია 2008 წლის გადაწყვეტილების და საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. უკრაინა – ომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ნინო სამხარაძის ვარაუდით, ნატო უკრაინის გაწევრიანების საკითხს ცალკე განიხილავს. საქართველო კი მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ჯგუფში აღმოჩნდა.

„ რა თქმა უნდა, სასურველია, საქართველო უკრაინას ტანდემი გაგრძელებულიყო და საქართველო, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა ყოფილიყო განხილული ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით“, – ამბობს ნინო სამხარაძე.

მისივე აზრით, აუცილებელია საქართველომ მკაფიოდ და ნათლად განაცხადოს, რომ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგულად და მზად არის სერიოზული რეფორმებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: