ღია სტუდია - მედეა ტურაშვილი - სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოვლენები ესკალაციისკენ მიდის I 21.06.2023
ღია სტუდია - მედეა ტურაშვილი - სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოვლენები ესკალაციისკენ მიდის I 21.06.2023

დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მოისმენენ ზეპირ ანგარიშს ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ.

ანალიტიკოსი მედეა ტურაშვილი ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, საქართველომ წელს მიიღოს სტატუსი.

„უკრაინის ომმა დააჩქარა მოვლენები – ომის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ევროკავშირის გაფართოების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნება. გარდა ამისა, გაისად ევროკავშირში არჩევნებია და არავინ იცის, რა ძალები მოვლენ ევროპარლამენტში და ევროკომისიაში“, – ამბობს ის.

მედეა ტურაშვილი საეჭვოს უწოდებს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ სტატუსის მიღება დაწევს პოლარიზაციის ხარისხს საქართველოში.

„ ჩვენი კვლევებით, პოლარიზაცია ნელ-ნელა საზოგადოების დონეზე ჩადის, რაც აუცილებლად გამოიწვევს ესკალაციის პროცესებს“, – ამბობს ის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: