ღია სტუდია - ვირუსები და ბავშვები I 08.12.2022
ღია სტუდია - ვირუსები და ბავშვები I 08.12.2022

კვლავ იზრდება საქართველოში ვირუსული დაავადებების რაოდენობა. ე.წ. გრიპი განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ბავშვებში – მაღალი სიცხე, ხველა, დიარეა, ღებინება – პედიატრი, ოჯახის ექიმი ნაილი მანჯგალაძე ბავშვებში მიმდინარე ვირუსული დაავადებების მიმდინარეობას ასე ახასიათებს. „3 თვემდე ბავშვის მაღალი ცხელების შემთხვევაში, კლინიკისთვის მიმართვა გადაუდებლად უნდა მოხდეს. უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ეს დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული“, – ამბობს ის.

ნაილი მანჯგალაძის განმარტებით, მშობლები ხშირად ძლიერი წამლებით ცდილობენ ბავშვისთვის სიცხის „დაგდებას“ და ეს ყოველთვის არ ამართლებს.

„თუ ბავშვს მაღალი ცხელება აქვს, მაგრამ ხელ-ფეხი თბილია – აჯობებს, მშობელი დაელოდოს, სანამ სიცხე მაქსიმუმს არ მიაღწევს და მხოლოდ შემდეგ მისცეს სიცხის დამწევი პრეპარატი“, – ამბობს პედიატრი.

სტუმარი: ნაილი მანჯგალაძე – ოჯახის პედიატრი, პედიატრი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: