სოციალური ღია სტუდია - „ტელეკლინიკის“ სამედიცინო მომსახურება I 19.10.2022
სოციალური ღია სტუდია - „ტელეკლინიკის“ სამედიცინო მომსახურება I 19.10.2022

ტელეკლინიკის“ მომსახურებით უკვე სარგებლობენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. ეს დისტანციური მომსახურებაა და ხორციელდება ტელეფონით, ინტერნეტით ან ვიდეო ზარით.

როგორც გადაცემის სტუმრებმა განაცხადეს, ასეთი მომსახურება ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვისაც გადაადგილება უჭირს – შშმ პირებისათვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის.

თუ დისტანციური მომსახურება არ აღმოჩნდება საკმარისი, „ტელეკლინიკის“ თანამშრომლები პაციენტებს ეხმარებიან სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ორგანიზებაში.

ტელეკლინიკასთან“ დაკავშირება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ასევე დასვენების დღეებში.

სტუმრები: უკა კილაძე – საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის მმართველი პარტნიორი და ნინო პატარაია – „ტელეკლინიკის“ კოორდინატორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: