„ტელეკლინიკის“ მომსახურებით უკვე სარგებლობენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. ეს დისტანციური მომსახურებაა და ხორციელდება ტელეფონით, ინტერნეტით ან ვიდეო ზარით.
როგორც გადაცემის სტუმრებმა განაცხადეს, ასეთი მომსახურება ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვისაც გადაადგილება უჭირს – შშმ პირებისათვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის.
თუ დისტანციური მომსახურება არ აღმოჩნდება საკმარისი, „ტელეკლინიკის“ თანამშრომლები პაციენტებს ეხმარებიან სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ორგანიზებაში.
„ტელეკლინიკასთან“ დაკავშირება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ასევე დასვენების დღეებში.
სტუმრები: უკა კილაძე – საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის მმართველი პარტნიორი და ნინო პატარაია – „ტელეკლინიკის“ კოორდინატორი.