ღია სტუდია - ომი ზამთარში I 13.12.2022
ღია სტუდია - ომი ზამთარში I 13.12.2022

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი შეეცდება მორალურად მეტად დაამძიმოს მოსახლეობა იმ იმედით, რომ შეჭირვებული უკრაინელები აიძულებენ მთავრობას, დასთანხმდნენ რუსეთთან მოლაპარაკებებს.

უკრაინის მთავარი რესურსი მისი ჯარისკაცია, რომელიც ცოდნით, უნარებით, მოტივაციითა და მორალით აღემატება მოწინააღმდეგეს. თუმცა, რუსებმა გაითვალისწინეს თავიანთი წარუმატებლობა და ახალგაწვეულთა მომზადებას მეტ დროსა და რესურსს ახარჯავენ.

რუსეთი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს ბახმუტთან რათა ჯარსა და მოსახლოებას რაღაც წარმატება მაინც ამცნოს. ყველა სხვა ადგილას ის თავდაცვით პოზიციაშია, თუმცა უკრაინას მასშტაბური და ეფექტიანი შეტევისათვის საჭირო შეიარაღება სადღეისოდ არ ჰყოფნის.

რესპონდენტი: ვახტანგ კაპანაძე – ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი, გადამდგარი გენერალ მაიორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: