ღია სტუდია - პოლიტიკისკენ ზურგშექცეული საზოგადოება - რას აჩვენებს NDI-ის კვლევა I 20.09.2022
ღია სტუდია - პოლიტიკისკენ ზურგშექცეული საზოგადოება - რას აჩვენებს NDI-ის კვლევა I 20.09.2022

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარის გივი სილაგაძის აზრით, როდესაც გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ მათ ინტერესებს არც ერთი პარტია არ წარმოადგენს, ხოლო 44% მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიები არც ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ, ბუნებრივია, იფიქრო, რომ არსებობს ნიადაგი ახალი პოლიტიკური ძალის ან საზოგადოებრივი მოძრაობის გამოსაჩენად. ამის ნაცვლად კი, უფრო თვალსაჩინოა მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების ერთგვარი დაშორება და გაუცხოება პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან.

„თითქოს არც ერთ მხარეს არ შეუძლია, ხმა მიაწვდინოს მეორეს, საკომუნიკაციო არხთა მრავალფეროვნების მიუხედავად“, – განაცხადა გივი სილაგაძემ.

სტუმარი: გივი სილაგაძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: