სოციალური ღია სტუდია - ვაჟა ჯაფოშვილი: დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ ნდობა იზრდება
ვაჟა ჯაფოშვილი: დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ ნდობა იზრდება საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილის ვაჟა ჯაფოშვილის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ, არსებობდა სკეპტიკური დამოკიდებულება. მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით უკვე დაინერგა და ამუშავდა ახალი საპენსიო სისტემა. ამჟამად, საპენსიო ფონდში უკვე მილიარდნახევარი ლარია აკუმულირებული. 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უფლება აქვთ უარი თქვან ახალ სისტემაზე და გავიდნენ პროგრამიდან, მაგრამ დაგროვების საპენსიო სისტემის მიმართ ნდობა იზრდება და მონაწილეთა რაოდენობაც მატულობს – აცხადებს საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: