სოციალური ღია სტუდია - სიჩქარის შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს
ავტომანქანა თბილისში, ერთ-ერთ სკოლასთან 120 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებოდა – ეს უჩვენა რადარებით ჩვენმა დაკვირვებამ, რომელიც ამ დღეებში ჩავატარეთ – განაცხადა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ.
სიჩქარის შეზღუდვა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს, მიაჩნია გადაცემის სტუმარს და მსმენელებს მიმართავს, აქტიურად ჩაერთონ პროექტში, რომელსაც მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს და რომლის სახელწოდებაა „მეგობრული გზები“.
თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ესა თუ ის დარღვევა, ატვირთოთ ფოტო ამ მისამართზე: megobruligzebi.ge და შემდეგ უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია, მერიასთან ერთად იზრუნებს მის გამოსწორებაზე, მოქალაქეებს კი საშუალება ექნებათ, თვალყური მიადევნონ, როგორ გასწორდება მათ მიერ ასახული დარღვევა.
სტუმარი: ირაკლი იზორია, არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: