ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლეა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, წინა წლებში თუ მესამე სავალდებულო საგნის არჩევა მათემატიკასა და ისტორიას შორის იყო შესაძლებელი, წელს არჩევანი გაფართოვდა.
წელს აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნად შეუძლიათ აირჩიონ ლიტერატუარა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
სატელეფონო ჩართვა: მაია გაბუნია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: