ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის, მათზე ზრუნვის მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები.
„აქ იმდენად კარგი პირობებია და ისეთი სერვისები, რომ მომართვიანობა მუდმივად იზრდება. შარშან 3 ათასზე მეტ ქალბატონს მოვემსახურეთ“, – განაცხადა თბილისის კრიზისული ცენტრის იურისტმა, მარიკა ჟორდანიამ.
ჟორდანიას თქმით, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 116006, ზარი უფასოა და კონფიდენციალურობა გარანტირებულია.
სტუმარი: მარიკა ჟორდანია – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის კრიზისული ცენტრის იურისტი.