ღია სტუდია - რას მოასწავებს განათლების მინისტრის ცვლილება I 21.03.2023
ღია სტუდია - რას მოასწავებს განათლების მინისტრის ცვლილება I 21.03.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა გიორგი ამილახვარი. აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორის შალვა ტაბატაძის შეფასებით, გათავისუფლებულმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სფეროში წარმართული პოლიტიკით თავი ვერ დაამახსოვრა, რადგან, ასეთი პოლიტიკა არც ჰქონია. ჩხენკელის მთავარი მიზანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმოჩენა იყო.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პერიოდში დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სკოლის მოდელი, თუმცა ამ პროცესებში მინისტრის აქტიურ ჩართულობაში ეჭვი ეპარება. ამავე დროს ტაბიძის თქმით, შეჩერებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგალითად უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება, ექპსერტს მთავარ გამოწვევად მიაჩნია, რომ სისტემას არ მართავენ განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სპეციალისტები.

ტაბატაძის თქმით, განათლების სისტემაში მმართველობითი და სტრუქტურული ცვლილებების გარეშე ნებისმიერი მინისტრი განწირულია წარუმატებლობისთვის.

სტუმარი: შალვა ტაბატაძე – აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: