ღია სტუდია – ლევან ალაფიშვილი – აგენტების შესახებ კანონპროექტის ბედი გადაწყვეტილი არ არის I 09.03.2023

15:17, 09.03.2023
-0:00

რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ამ განცხადებას ვითარებაში სიცხადე არ შეაქვს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას 2 პროექტის განხილვის თხოვნით მიმართა. აქედან – ერთ პროექტს პარლამენტმა პირველი წაკითხვით მხარი დაუჭირა. მეორე კი არც განუხილავს, მაგრამ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. თუ შესაძლებელი იყო პარლამენტში განხილვის გარეშე ვენეციის კომისიისთვის მიმართვა – რატომ იყო განხილული დაჩქარებულად ერთი პროექტი, რასაც საზოგადოების საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა?“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი