ღია სტუდია - ლევან ალაფიშვილი - აგენტების შესახებ კანონპროექტის ბედი გადაწყვეტილი არ არის I 09.03.2023
ღია სტუდია - ლევან ალაფიშვილი - აგენტების შესახებ კანონპროექტის ბედი გადაწყვეტილი არ არის I 09.03.2023

რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ამ განცხადებას ვითარებაში სიცხადე არ შეაქვს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას 2 პროექტის განხილვის თხოვნით მიმართა. აქედან – ერთ პროექტს პარლამენტმა პირველი წაკითხვით მხარი დაუჭირა. მეორე კი არც განუხილავს, მაგრამ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. თუ შესაძლებელი იყო პარლამენტში განხილვის გარეშე ვენეციის კომისიისთვის მიმართვა – რატომ იყო განხილული დაჩქარებულად ერთი პროექტი, რასაც საზოგადოების საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა?“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: