სოციალური ღია სტუდია – რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს I 05.04.2023

17:05, 05.04.2023
-0:00

ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის, მათზე ზრუნვის მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები.

„აქ იმდენად კარგი პირობებია და ისეთი სერვისები, რომ მომართვიანობა მუდმივად იზრდება. შარშან 3 ათასზე მეტ ქალბატონს მოვემსახურეთ“, – განაცხადა თბილისის კრიზისული ცენტრის იურისტმა, მარიკა ჟორდანიამ.

ჟორდანიას თქმით, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 116006, ზარი უფასოა და კონფიდენციალურობა გარანტირებულია.

სტუმარი: მარიკა ჟორდანია – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის კრიზისული ცენტრის იურისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი