სოციალური ღია სტუდია - „ევრომელანომა 2024“ საქართველოში I 15.05.2024
მელანომა ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა და საკმაოდ ძნელად გამოსავლენი. ამიტომაც საქართველოში მიმდინარე კვირეულის უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ დაავადების მიმართ ცნობადობის ამაღლებაა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის შესაძლებელია მელანომის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარება.
კვირეული შაბათს დასრულდება და მასში მონაწილეობა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის კლინიკებში.
სტუმრები: მაკა სირბილაძე – ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, „ევრომელანომა 2024“-ის კოორდინატორი, ლალი მეკოკიშვილი – „ევრომელანომას“ წარმომადგენელი საქართველოში, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის დეკანი, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: