საუკეთესო წიგნები - ლელა ოჩიაური - მიხეილ ბულგაკოვის რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“
საუკეთესო წიგნები - ლელა ოჩიაური - მიხეილ ბულგაკოვის რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“

რომანი, რომელიც გამოიცა 1966 წელს. რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია – მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე – რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა.

იგი დაიბეჭდა 1966-1967 წლებში, ავტორის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, ჟურნალში, შემოკლებული ფორმატით. საბჭოთა ინტელიგენციაში იგი პოპულარობით სარგებლობდა და ოფიციალურ გამოცემამდე ხელით გადაბეჭდილი ასლების სახით ვრცელდებოდა.

მოკლე შენაარსი:

გაზაფხულის თვეებში, სავსე მთვარისას თავად სატანა (ვოლანდის სახით) მოსკოვსთავის ამალასთან ერთად ეწვევა. ყველა ადამიანს, რომელთანაც იგი კონტაქტში შედის, ახასიათებს სიხარბე, ლოთობა, ეგოიზმი, მექრთამეობა, ტყუილი და ა.შ. ვოლანდის მსახურები თავის მხრივ, ხუმრობენ ასეთ ხალხთან მიმართებაში და მათ თავს ბევრ ფათერაკში ამოაყოფინებენ.

სიუჟეტის მეორე ხაზია ოსტატისა და მარგარიტას თემა. ოსტატმა დაწერა რომანი იესო ქრისტეს უკანასკნელ დღეზე, მაგრამ მოხვდა საგიჟეთში, რადგან ცენზორებმა და ლიტერატორებმა დაგმეს ეს ნაწარმოები და ჩათვალეს, რომ ავტორი გიჟი იყო.

მარგარიტა მისი შეყვარებულია, რომელიც ცდილობს, იპოვოს მისი კვალი მას შემდეგ, რაც ოსტატი გაქრა. ამის გამო ის ყველაფრისათვის არის მზად. მას გაეცნობა აზაზელო, ვოლანდის მსახური, რომელიც სთავაზობს ვოლანდის მეჯლისზე ერთი ღამით დედოფლად გარდაქმნას. ამ საღამოს მიწურულს მარგარიტა კვლავ ხვდება ოსტატს.

მესამე სიუჟეტური ხაზია თავად ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მოთხრობილი ოსტატის სიტყვებით. ამ რომანში რეალური პერსონაჟების სახელები ოდნავ შეცვლილია.

რომანის დასასრულს ორივე სიუჟეტური ხაზი გადაიკვეთება – ოსტატი ათავისუფლებს თავისი რომანის ავტორს და პილატე, რომელსაც სწადია იეშუასთან (იესო) საუბარი და პატიების მიღება, როგორც იქნა, მშვიდდება და ცაში ადის. სიმშვიდეს არაამქვეყნიერ ცხოვრებაში ჰპოვებენ ოსტატი და მარგარიტაც.

 

მთავარი გმირები:

  • ოსტატი – მწერალი, პილატეს შესახებ რომანის ავტორი.
  • მარგარიტა – ოსტატის საყვარელი.
  • ვოლანდი – სატანა, რომელიც მოსკოვს ეწვია უცხოელი პროფესორის სტატუსით.
  • ფაგოტი (კოროვიევი) – ვოლანდის ერთ-ერთი მოახლე.
  • აზაზელო – დემონი-მკვლელი, საზარელი გარეგნობით.
  • ბეჰემოთი – ხუმარა და მოუსვენარი კატა.
  • ჰელა – ქალი-ვამპირი სატანის გარემოცვიდან.
  • ივანე უსახლკარო – პოეტი, რომელიც ცდილობდა ვოლანდისა და მისი მსახურების დაჭერას.
  • პილატე პონტოელი – იუდეის მეხუთე პროკურატორი.
  • იეშუა ჰა-ნოცრი – მოხეტიალე ფილოსოფოსი ნაზარეთიდან, რომელსაც ვოლანდი აღწერს პატრიარქის ტბორებზე.
  • ლევი მათე – ჰა-ნოცრის ერთგული მიმდევარი.

 

ციტატა:

ხელნაწერები არ იწვის

 

დამატებით:

Михаи́л Афана́сьевич Булга́ков (дореф. Михаилъ Аѳанасьевичъ Булгаковъ[8]; 3 [15] мая 1891, Киев, Российская империя10 марта 1940, Москва, СССР) — русский писатель, драматург, театральный режиссёр и актёр, оккультист(принадлежность к оккультизму оспаривается[9][10][11][12][13]). Автор романов, повестей и рассказов, множества фельетонов, пьес, инсценировок, киносценариев, оперных либретто.

Известные произведения Булгакова: «Собачье сердце», «Записки юного врача», «Театральный роман», «Белая гвардия», «Роковые яйца», «Дьяволиада», «Иван Васильевич» и роман, принесший писателю мировую известность, — «Мастер и Маргарита», который был несколько раз экранизирован как в России, так и в других странах.