#სახლისკენ - ოთხფეხა მეგობრებსა და ადამიანებზე I 26.10.2022
#სახლისკენ - ოთხფეხა მეგობრებსა და ადამიანებზე I 26.10.2022

1. მუსიკალური კალენდარი

მსოფლიოს პოპ მუსიკალური ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც სხვადასხვა წლებში 26 ოქტომბერს მოხდა

 

2. თავსატეხი ოთხფეხა მეგობრების მოყვარულებისათვის და არა მარტო მოყვარულებისათვის

ჯიშიანი შინაური ცხოველების (ძაღლებისა და კატების) პოპულაციის მართვა, გამრავლების წესები და რეგულაციები – საერთაშორისო პრაქტიკა და ქართული რეალობა;

მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგის სტატისტიკა თბილისში და სრული ქაოსი რეგიონებში;

საქართველოში მოქმედი ცხოველთა დაცვის კანონის 3 მუხლი, მათი აღსრულების ეფექტიანობა, შინაურ ცხოველებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც სახლში ოთხფეხა მეგობრის ყოლა პრობლემებს მხოლოდ გაამრავლებს.

სტუმარი: ნათია ჩიქოვანი – Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის თანადამფუძნებელი და PR მენეჯერი

 

3) „ფიგაროს ქორწინება“ – პრემიერა კოტე მარჯანიშვილის თეატრში

  • დავით დოიაშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის მიუზიკლი მეფე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით – „მე გადმოვცურავ ზღვას“;
  • „დიდება დედოფალს“ – ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური სახეების,  წარსულსა და აწმყოზე;
  • „ფედრა ცეცხლის ალში“ – ნინო ხარატიშვილის პიესის მსოფლიო პრემიერა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: