პიკის საათი - 26.01.2023
პიკის საათი - 26.01.2023

1) ელდარ შენგელაია 90 წლისაა!

ელდარ შენგელაია ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

ელდარ შენგელაია კოლეგებისა და მეგობრების მეხსიერებაში.

რესპონდენტები: მხატვარი – ნიკუშა შენგელაია, კინოთმცოდნე – ლელა ოჩიაური, მსახიობები – იმედა კახიანი და ლევან ბერიკაშვილი.

ავტორები: ეკა ხითარიშვილი და მარიამ ჩოჩია.

 

2) დაკარგული ისტორიის ძიებაში

პროექტი „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები. თელავი“ სათემო განვითარების ცენტრმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და მედია ცენტრ „კახეთთან“ თანამშრომლობით 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანი ქალაქ თელავის ერთ-ერთი ისტორიული, დღეს თითქოს ფუნქციადაკარგული, მაწანწრის უბნის წარსულის კვლევა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით მისი განვითარების გზებზე მსჯელობის დაწყების წახალისება იყო.

პროექტის ფარგლებში მოძიებულმა უხვმა მასალამ წიგნის ფორმა მალევე მიიღო. მკითხველი სწორედ მისი ფურცლებიდან გაიცნობს იმ მაწანწრელებს, რომლებიც უბნის დღვანდელობას ქმნიან და მის შესახებ ძვირფას მოგონებებსაც ინახავენ. აღნიშნული გამოცემა საოჯახო არქივებში დაცული ფოტომასალითა და მხატვარ ლევან როსტომაშვილის ილუსტრაციებით გაფორმდა.

წიგნში მაწანწრის უბნის ძველი სახლების ახალი მეპატრონეების ამბებიცაა თავმოყრილი. სპეციალურად „პიკის საათისთვის“ ერთ-ერთი ჩანახატი გახმოვანდა კიდეც.

რესპონდენტი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

ავტორი: სოფო გოდუაძე

 

3) ჯგუფი „ალუბალი“ შემოქმედებითი სიახლეებით

გაზაფხულის მოსვლამდე „პიკის საათში“ ალუბალი თოვს!

ჯგუფი, რომელიც 24 წელია მუსიკას ერთგულებს და პოსტპანდემიურ რეალობაშიც ახალი  ენერგიით შეუდგა მუშაობას.

„ჩვენ ისევ იმავე ორბიტაზე ვტრიალებთ – დაწყებული როკ ბალადებიდან დამთავრებული ჰარდ როკით“, – ლაშა სურმავა.

სტუმრები: ლაშა სურმავა და უჩა ნანავა – ჯგუფის „ალუბალი“ წევრები.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ავანგარდული კინოს სეანსების ინიცირება მწერლების ბარში

26 იანვარს H2SO4 მწერლების ბარი წარადგენს ავანგარდული ფილმების ყოველკვირეული სეანსების პროგრამას, რომელიც სამშაბათობით გაიმართება.

კინოგამომსახველობის ალტერნატიულ ხედვებზე ორიენტირებული, ექსტაზური და სევდიანი, ავანგარდული, მისტერიული – ეს ნიმუშები არა მხოლოდ კინოს, საერთოდ ხელოვნების ზოგად საგანძურს წარმოადგენს.

წარმოდგენილი იქნება ავანგარდული კინოს ვიზიონერების ჩვენში ნაკლებად შესწავლილი ნაწილი.

რესპონდენტი: დავით ჩიხლაძე – პოეტი; პროგრამის კოორდინატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: