პიკის საათი - „ნინოს ბედნიერება“
პიკის საათი - „ნინოს ბედნიერება“

„ნინოს ბედნიერება“ „ინტელექტის“ ახალი გამოცემაა, რომელსაც ავტორი პიესა-რომანს უწოდებს.  მკითხველი ვირტუალურ სივრცეში, პირდაპირ ეთერში განვითარებულ ამბავს მიადევნებს თვალს – როგორც ბეჭდური, ისე წარმოსახვითი ვერსიით.

თბილისის ძველ უბანში, ნაქირავები ბინის პატარა სამზარეულოში, მაგიდაზე შემოდებული ტელეფო­ნის ლაივ-სტრიმში ერთი ოჯახის თავგადასავალი ვითარდება. ჟანრის კანონი გულისხმობს, რომ ეს ოჯახი მთელი ქვეყნის სურათსაც ირეკლავდეს, მით უფრო, რომ ერთ-ერთი წევრი, ნინოს ქმარი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.
ადამიანური ურთიერთობების ტკივილებიდან საქ­ვეყნო კონფლიქტებამდე და ინტრიგებამდე, ეს პიესა-რომანი ჩვენი ყოფის სამზარეულოს ლაივში გვრთავს, სადაც აბსურდის სიმსუბუქითა და სირთულით შექმნილ სინამდვილეს ვე­ს­წ­რებით

სატელეფონო ჩართვა: ბასა ჯანიკაშვილი – მწერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: