„ნინოს ბედნიერება“ „ინტელექტის“ ახალი გამოცემაა, რომელსაც ავტორი პიესა-რომანს უწოდებს. მკითხველი ვირტუალურ სივრცეში, პირდაპირ ეთერში განვითარებულ ამბავს მიადევნებს თვალს – როგორც ბეჭდური, ისე წარმოსახვითი ვერსიით.
თბილისის ძველ უბანში, ნაქირავები ბინის პატარა სამზარეულოში, მაგიდაზე შემოდებული ტელეფონის ლაივ-სტრიმში ერთი ოჯახის თავგადასავალი ვითარდება. ჟანრის კანონი გულისხმობს, რომ ეს ოჯახი მთელი ქვეყნის სურათსაც ირეკლავდეს, მით უფრო, რომ ერთ-ერთი წევრი, ნინოს ქმარი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.
ადამიანური ურთიერთობების ტკივილებიდან საქვეყნო კონფლიქტებამდე და ინტრიგებამდე, ეს პიესა-რომანი ჩვენი ყოფის სამზარეულოს ლაივში გვრთავს, სადაც აბსურდის სიმსუბუქითა და სირთულით შექმნილ სინამდვილეს ვესწრებით…
სატელეფონო ჩართვა: ბასა ჯანიკაშვილი – მწერალი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: